ბებიაჩემი


 

   ..ბებიაჩემისგან ჯვარი დამრჩა ოქროსი. სიკვდილამდე ორი წლით ადრე მითხრა, პენსია შევაგროვე და ჩემს სახელზე, რამე იყიდეო. ჯვარი ვიყიდე ბოლნისის.

ბებო თეთრი და მსუქანი იყო. ბოლო ათი წლის მანძილზე გასუქდა, რაც იაკობმა ფეხში დაჭრა, იმდენს ვეღარ მოძრაობდა და გასუქდა. მოკლედ, ბიძაჩემი ადრე მილიციელი იყო, ჰოდა თავისთავად იარაღიც ქონდა. იაკობს ისტერიკა დაემართა, სათამაშოდ უნდოდა. ბიძიამ ტყვიები გადმოყარა და მისცა. ერთი ტყვია ჩარჩენილა. იკომ ჯერ მეგის მიუშვირა, მერე ავთოს, ბოლოს ბებიას და ესროლა.  6 წლის იყო იკო, ბებო რო დაჭრა. ბებო სიკვდილამდე ყავარჯნით დადიოდა.  მაშინ ერთ-ერთ მეზობელს უთქვამს: კიდევ კარგი იკომ ავთოს რო არ ესროლა, თორე მთელი სოფელი იფიქრებდა, რო ძალით მოკლესო.  გაგიჟებული იყო ბებიაჩემი, შვილზე ეს როგორ მითხრაო.

ავთოს გამო მაგრად დაიტანჯა, მთელი ცხოვრების მანძილზე, თოთო ბავშვს ზრდიდა. ჯოჯოხეთში ვცხოვრობო, ბევრჯერ უთქვამს. სიკვდილის წინაც მარტო ავთოზე ჯავრობდა.

უცნაური დაავადება დაემართა, თავიდან ნელ-ნელა დასუსტდა და ჩაწვა,  ბოლოს გასივდა და კანის უჯრედებში წყალი ჩაუდგა. მეგის ემუდარებოდა, ჩემი  შველა თუ გინდა დანა დამარტყი და მომკალიო. ტიროდა მეგი.

ცოცხალი ბებიაჩემი, ამ კადრით შემორჩა მეხსიერებას: რო მივედი საწოლში იყო წამომჯდარი, თავზე კიკინა ეკეთა და იღიმოდა, ვიღაცეებს ელაპარაკებოდა , მგონი ვერც მიცნო. მახსოვს, შიშისგან ხელები როგორ გამეყინა. ბებო მოკვდაო, დარეკეს მერე.

ბებო რო მოკვდა, სკოლას ვამთავრებდი იმ წელს.  ძველ დღიურში, ყოველდღიურ ფაქტებს და ემოციებს რო ვინიშნავდი, ასე ავღწერ მაშინდელ შეგრძნებებს :

“…მივედი და თეთრი ზეწარი ეფარა. რაღაც უფორმოდ და დიდად მეჩვენა, ალბათ კანში ჩაგუბებული წყლის გამო. გამჭირვალე პარკში რომ წყალს ჩაასხამ და თავს მოუკრავ, ისე იყო. პანაშვიდებზე ვუყურებდი და მეგონა თითზე ნემსი რომ მეჩხუტა, დაიჩუტებოდა.

ბებიაჩემი მიწა იყო და წყლად იქცა.  “

 

 

About these ads

About qristinesia

ეს გვერდი ქრისტინესია. მინდა რასაც ვიფიქრებ, ჩავინიშნო . იმიტომ, რომ ფიქრები და სიტყვები მიფრინავენ, ნაწერი _ რჩება. View all posts by qristinesia

3 responses to “ბებიაჩემი

  • Tina

    ახლობლებისადმი უზომო სიყვარული, შეგნება იმის, რომ მათ უანგაროდ და თავგანწირვით ვუყვარვართ, და უმწეო განცდა, რომ ვერაფერს ცვლი, რომ რაღაცები შენამდე ან შენს აღუობაში მოხდა – გულს მიწვავს და მანადგურებს. საერთოდ, სიბრალულის გრძნობა მკლავს ყველაზე მეტად, რაც ასაკი მემატება მითუმეტეს. ცრემლის შეკავებაც დიდობაში უფრო უნდა შემეძლოს წესით, მაგრამ პირიქით კი გამომდის.

    • qristinesia

      თი, მეც ეგრე, პირიქით მემრთება. დედაჩემი ბავშვობიდან უცრემლოს მეძახდა. ახლა რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად მეჩხირება ყელში ბურთი ) ალბათ მიზეზი ისაა, რო თუნდაც ის, რაზეც ვწერ, ადრე უმნიშვნელო, ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. რაც დრო გადის ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. მადლობა:*

  • tsirakurashvili

    ბებიაჩვენები როგორ ჰგვანან ერთმანეთს, ამ მშვენიერმა ჩანაწერმა რაღაც გამახსენა ბებიას აღსასრულზე. იქნებ მოვიცალო და დავწერო, რამდენი რამის დაწერას ვაპირებ:) ქრის, მადლობა:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: